Sunday, January 16, 2011

ადამიანები

მანანა
დღეს მანანას ობიექტურ რეალობასთან თვალის გასწორებისდროს ემოციური შოკი ჰქონდა. არვიცი რის ბრალია ჩემი უხასიეთობა.  ზუსტად ისეთი გრძნობა მქონდა როგორიც უტვინო პუნკებთან სმისდროს მაქვს ხოლმე. ვინმე რომ გაიცნო მაგასთან ერთად უნდა დალიო. სამზარეულოში დარჩენილი ღვინის გამო ერთ საათში თვალსადახელშუა ამოიხსნა მანანა. ლაპარაკის დროს უცებ აღარ მომეწონა. ალბათ იმიტომ რომ დაბერებული მომეჩვენა. ბევრ კითხვას მისვამდა თავის თავზე. აი დადაზე მქონდა ეგეთი გამოცდილება. პირველივე დალევაზე ამიცრუვდა გული მაგასთან და თავი მონსტრი მეგონა რომელიც პატარა გოგოებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს და რასაც უნდა იმასუშვრება.

ზურა
სამწუხაროა რომ ზურამ არ იცის ადამიანს უფრო მეტი ფასი აქვს თუ თანამდებობრივ ამბიციების დაკმაყოფილებიდან მიღებულ სიამოვნებას

ნიკა
საინტერესო ვინმე ჩანს. შეძლებისგვარად ობიექტურად უდგებადა და რაციონალურად მუშაობს თავის პიროვნულ პრობლემებზე. აქვს პოეტურობის გაგებაც სავარაუდოდ.

ლაშა
არანაირი პიროვნული ღირსება არ აქვს. ქვეცნობიერი ზიზღი გამიჩნდა და ვცდილობ უნებურად არ გამომიმჟღავნდეს

მანანა
მანანას ღირსეული პიროვნების თვისებები აქვს. არის ოცდაცამეტი წლის. და რაც მთავარია აქვს ანნეს მსგავსი იუმორის გრძნობის პოტენცია.

ლიკა
ლიკასთან ჩემი მიდგომა ეფექტურობას კარგავს. ლიკა არის ზედაპირული და დისტანციური. იცავს მარხვას და არ განიხილავს. ხმარობს მაღალქუსლიან ჩექმებს და იშვიათად კეტებს. თავისებურად სექსუალურია. დღეს პირველად ეცვა მოკლე კაბა და შალის წინდები. მარცხნიდან ჩამოშლილი თმა ძალიან უხდებოდა.

მანანა
ყავს ორი შვილი. ერთი განსაკუთრებით პატარა. ბაღში ძინავს ხშირად. ბაღიდან დას გამოყავს. სახლში ვერ მუშაობს იმიტომრომ ბავშვები არ აძლევენ საშუალებას. თქვარომ ცხოვრებაში არაფერი გამოუვიდადა მაგიტომ დაიწყო პროგრამირების სწავლა. და უნდა რომ განვითარდეს. მაგრამ რადგან მუშაობს და სახლში ბავშვებს სხვები უვლიან სავარაუდოდ აღარ ყავს ქმარი ბოლოწელია. რასაც ამდღეებში გავარკვევ. გავს თათია ღლონტს გარეგნობით. მანერით კაუკასუსის ლიკას.

ლიკა
გავს ჯენის სალომეს. ჯერჯერობით მსგავს ტიპს არ ვიცნობ ახლოს. ხანდახან ინიციატივას იჩენს. მაგალითად მკითხა გაზეთზე რა გაზეთიაო. დღეს რას ეძებო. გუშინწინ საუბარში ჩაერთო. დღესკი გულჩათხრობილი იჯდა. ყავდა შეყვარებული. უჩვეულოდ აღნიშნა: რა იშვიათები ხართ. ორჯერ. თქვარომ რაც დრო გადის პრეტენზიული ხდება და ბიჭების პიროვნული ღირსებების მიმართ მომთხოვნი. სწავლობს მათემატიკურზე. აქვს თუ ქონდა სკოლა რომელიც არ შედგა ბოლომდე. მუშაობდა პროსერვისში. იცავს უცნაურ დიეტას. დარბოდა კიდეც. შეიცხდადა რომ არ მიძინია ერთი კვირა. შინაგანად მოწესრიგებულია. სად შეიძლება ქონდეს პიროვნული პრობლებმა ვერ ვხვდები. ან რომ მიდის მერრე რასაკეთებს.

No comments:

Post a Comment