Sunday, January 16, 2011

ai notes

ცნება
---------------------------------------------------------
  • ცნება არის საგნის არსებითი ნიშნების ერთობლიობა, აზრი საგანზე...
  • არსებითია ნიშნები რომელთაგანაც თითოეული აუცილებელია და ყველა ერთად საკმარისია რათა საგანი / საგანთა კლასი განვასხვავოთ სხვა საგნისგან...
  • ცნება შეიძლება იყოს გამოთქუმული ერთი სიტყვით ან რამდენიმე სიტყვის შეკავშირებით (მაგალითად საბჭოთა კავშირი)
  • ცნების მოცულობა - იმ საგნების ერთობლიობა რომლებიც ცნებაში მოიაზრებიან (children objects / classes)
  • ცნების შინაარსი - ერთობლიობა იმ ნიშნებისა რითაც საგანია მოაზრებული (propertys)
  •  ცნების შინაარსის გაზრდით მცირდება ცნების მოცულობა, ცნების შინაარსის შემცირებით იზრდება ცნების მოცულობა...
  • ცნების განსაზღვრება ადგენს ცნების არსებით ნიშნებს
  • ცნების განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელი ფაქტორები:
1) განსაზღვრება არ უნდა იყოს ფართო (სამკუთხედი არის გეომეტრიული ფიგურა)
2) განსაზღვრება არ უნდა იყოს ვიწრო (სამკუთხედი არის სამი მახვილი კუთხის მქონე გეომეტრიული ფიგურა)
3) განსაზღვრება წრეს არ უნდა შეიცავდეს (ფიზიკა არის მეცნიერება ფიზიკური მოვლენების შესახებ)
4) განსაზღვრება უნდა იყოს ნათელი (არქიტექტურა არის გაქვავებული მუსიკა)

No comments:

Post a Comment